logo
ENG



რატიანი ავარიის შედეგად დაშავებულებზე: სამივესთან არის სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები

24 აგვ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დუშეთის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული სამივე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რატიანი აცხადებს, სამივე მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აქვს.

რატიანის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებს ოპერაცია უტარდებათ.

"გუშინ შემოყვანილი სამი ქალი გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული. ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით, აღენიშნებათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ერთი მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. უტარდებათ კვლევები. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები", - აცხადებს ლევან რატიანი.

შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა