პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოს აღჭურვილობის დეფიციტი არ გააჩნია. რატიანის თქმით, კლინიკაში სამედიცინო აჭურვილობის 1 თვის მარაგია.
„ჩვენს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადია ღჭურვილობის არ არის. მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს 1 თვის მარაგი, რომელიც ალბათ, არ დაგვჭირდება, ვინაიდან ინფიცირებულების მკვეთრად კლების ტენდენცია გვაქვს“, - განაცხადა რატიანმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში 623 ინფიცირების ფაქტი ფიქსირდება. აქედან, გამოჯანმრთელებულია 288 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 446 პირი, ხოლო 4723 მოქალაქე კარანტინის რეჟიმშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.