მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომიტეტი ავრცელებს. ცნობილია, რომ დელეგატებმა იონათამიშვილი 4 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი შალვა მაისურაძე აირჩიეს.