logo
ENG



რატომ ვერ დაიწყო სწავლა ნორიოში

15 სექ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება - ამ წარწერით სკოლის მოსწავლე დღეს აქციაზე იდგა. ნორიოში ასეულობით მოზარდისთვის სასწავლო პროცესი არ განახლებულა. კლასის ნაცვლად, ბავშვები და მშობლები აქციაზე იდგნენ. პროტესტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს, შემდგომ კი მსვლელობით სკოლის დირექტორთან გადაინაცვლეს. არც სკოლის ადმინისტრაციას და არც განათლების სამინისტროს არ სურს, განმარტოს, რატომ ვერ დასრულდა უკვე მესამე წელია, სარემონტო სამუშაოები ნორიოს ერთადერთ სკოლაში.

 


close დახურვა