პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ წერს, რომ ის ძალიან აღელვებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობა მიიღოს.
"მე ძალიან აღელვებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობა და როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს დიპლომატებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს" - წერს ზბიგნიევ რაუ
Я дуже зворушенуй станом здоров’я колишнього президента Грузії Міхеіл Саакашвілі. Сподіваюся, що він отримує доступ до найкращої медичної допомоги, а коли його стан покращиться, отримає можливість зустрітися з дипломатами та представниками міжнародної спільноти.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი შესაბამის ჯანმრთელობის პუნქტში, ხოლო ოპოზიციამ შეინარჩუნოს მშვიდობა.
ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემაც დაწერა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან.
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შესთავაზა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.