logo
ENG



რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ დაკავებული აქტივისტების საქმეზე

24 იან 202008:24
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტების ნოდარ რუხაძისა და გიორგი შოთაძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომეო ფარულავა წვრილმან ხულიგნობაზე 500 ლარით დაჯარიმდა, პოლიციის დაუმორჩილებლობის ნაწილში კი, სამართალწარმოება დასრულდა.

გაბედეს აქტივისტის უტა კემულარიას სასამართლო პროცესი კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 19 თებერვლამდე გადაიდო.

ადვოკატის მარი ცუცქირიძის განცხადებით, მოსამართლემ სხდომა შეგნებულად გადადო, რადგან 17 თებერვალს ჩანიშნულია "გაბედეს" სხვა აქტივისტების სასამართლო პროცესი, შესაბამისად ამ პროცესზე გამოტანილი განაჩენი კემულარიას საქმეზე გავლენას იქონიებს. 

შეგახსენებთ, რომ "გაბედეს" ექვსი აქტივისტი სუს-ის წინ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. 

 

 


close დახურვა