თბილისში შეკრების ადგილი - აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა პარტიაში. ნაციონალური მოძრაობა მშვიდობის ხიდზე შეიკრიბა. გაკეთდა განცხადებები, პარტიის წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გადმოფინეს ბანერები. შეკრება უკვე დაშლილია. მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია მწვავედ გააკრიტიკა ანზორ მელიამ, რომელიც მშვიდობის ხიდზე იმყოფებოდა. რა განცხადებები გააკეთეს ორგანიზატორებმა და რა იყო მათი მთავარი გზავნილი?