logo
ENG



რა გახდა ცხვრის დახოცვის მიზეზი

09 თებ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 

განადგურებული ფარა და შეშინებული მოსახლეობა. ფორმულასთან აზოტის ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივები ალაპარაკდნენ, არის თუ არა ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ადგილი, სადაც 54 ცხვარი სავარაუდოდ მოწამლულ წყალს ემსხვერპლა. ახლა დახოცილ პირუტყვს ექსპერტიზა უტარდება. დასკვნის გამოქვეყნებამდე, აზოტის ქარხნის ადმინისტრაცია ბრალდებებზე პასუხს არ აპირებს. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ქიმიური ნარჩენები სპეციალური წესით არ ნადგურდება და ადგილზე ეკოლოგიური კატასტროფის რისკებია.


close დახურვა