logo
ENG



რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან 2019 წელს - TI-ის კვლევა

14 აგვ 202013:23
3 წუთის საკითხავი
clock 664
k2al7xll4adbrpw.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განისაზღვროს. 

"2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები - გასულ წელს ამ ფორმით სულ 3 ობიექტი გასხვისდა (2018 წელს 16 ობიექტი გაიყიდა, 2017-ში კი - 17). საპრივატიზებო საფასურის ჯამური მოცულობა 7,660,265 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა - 255,000,000 ლარი; პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა” ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის - მწვანე ქალაქის ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250,000,000 ლარია;

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3,500,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რეკომენდაციას სთავაზობდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს ბანკი ქართუს საკუთრება გახდა;

ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ თანალმობამ 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს”, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია აჭარის მთავრობას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

სრული კვლევის სანახავად გადადით ბმულზე


close დახურვა