logo
ENG



რა დროით რჩება COVID-19 ჰაერსა და სხვადასხვა სახის ზედაპირებზე - მეცნიერების ახალი დასკვნა

18 მარ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელმა სპეციალისტებმა კორონავირუსის შესახებ ახალი დასკვნა დადეს. შეერთებული შტატების ჯანდაცვის ინსტიტუტმა ექსპერტიმენტი ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა პერიოდის განმავლობაში რჩება ინფექცია ჰაერსა და ზედაპირზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დაინიფიცირებული ადამიანი ახველებს, ან აცემინებს, ჰაერში ვირუსი 3 საათი აქტიური რჩება.

რაც შეეხება პლასტმასის, ან უჟანგავი ფოლადის ზედაპირს, ინფექცია სამი დღის მერეც შეიძლება აღმოჩნდეს. მუყაოზე 24 საათი ძლებს, თუთიაზე კი ვირუსი 4 საათის შემდეგ გახდა არააქტიური. 

 


close დახურვა