logo
ENG



რა სურს ოცნებას - ანალიტიკოსები მაისში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ვარაუდობენ

15 ნოე 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
zl9h2cjzc3n3az1.png

შეუსრულებელი დაპირებების, ჩაგდებული საკონსტიტუციო პროექტისა და საზოგადოების მორიგ ჯერზე მოტყუების ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ხალხის პროტესტს ისევ უცვლელი რიტორიკით პასუხობს. „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და არჩევნები ხელისუფლების მტკიცებით, 2020 წელს შერეული სისტემით შედგება. დღეს არჩილ თალაკვაძის განცხადების მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია და არა ხალხი. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ურჩია - არჩევნებისთვის მოემზადონ, აქციის მონაწილეებს კი მიმართა - 2020 წელს, შერეული სისტემის არჩევნებს დაელოდონ.

არცერთ ალტერნატიულ გზას, მათ შორის პროექტის კენჭისყრაზე ხელახლა გატანის შესაძლებლობას, მმართველი ძალა ოპონენტებს არ უტოვებს. ხელისუფლების ამ ხისტ პოზიციას დღეს გუნდი სრული შემადგენლობით ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა, განცხადებები პარტიის ოფისში სწორედ ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთეს. ხვალ, 16 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილთან კიდევ ერთხელ შეიკრიბება. კონსულტაციის ერთ ერთი მთავარი თემა საპარლამენტო თანამდებობის განაწილება იქნება.

„რა სურს „ოცნებას" - ამ კითხვაზე ოპოზიციას  ერთი პასუხი აქვს. პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ მართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებაზე მუშაობს. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ დრო ახლა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა მაისში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

 


close დახურვა