logo
ENG



რეაბილიტაციის გამო, მელიქიშვილის გამზირი 17 ივნისიდან გადაიკეტება

14 ივნ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 

 რეაბილიტაციის გამო, მელიქიშვილის გამზირის 17 ივნისის საღამოდან სრულად გადაიკეტება. ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს - სამუშაოების წარმოების პერიოდში, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება.

"ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება", - თქვა კალაძემ.


close დახურვა