"დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი " - ამ სახელწოდებით გაიმართა დღეს კონფერენცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, მისი თქმით ისინი იმ ადამიანებთან ერთად შეიკრიბნენ, ვინც საზოგადოებას მაგალითი მისცეს.