logo
ENG



რეზო გაბრიაძის მულტფილმი „ოსკარის“ ნომინანტების სიაში მოხვდა

18 ოქტ 201916:41
3 წუთის საკითხავი
 
8osxbrug5r8226w.jpg

ქართველი მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული რუსული ანიმაცია „იცი დედა სად ვიყავი?“, "ოსკარის" საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების, 32 ანიმაციას შორის მოხვდა.

2020 წლის 13 იანვარს გაირკვევა 32 ანიმაციიდან, რომელი გადავა ე.წ. შორტლისტში, ხოლო „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება. 

ანიმაციური მულტფილმი 2018 წელს შეიქმნა. რეზო გაბრიაძე ფილმების: „მიმინო“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, და ა.შ სცენარისტია.


close დახურვა