ტროტილი, ხელყუმბარა, იარაღი - ტყვია-წამალი - იდენტური ხელწერითა და მეთოდებით მოქმედებს პოლიცია ზუგდიდსა და თბილისში. დააკავეს ყოფილი ძალოვანები, ვის სახლებშიც ადვოკატების თქმით, იარაღი ჩადეს. ყოფილი სამართალდამცველების დაკავებას და ხმაურიანი სპეცოპერაციის სერიებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ სისტემის მოქმედი და გადამდგარი თანამშრომლები. დაკავებულები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.
რეპრესიები ყოფილ ძალოვანებზე
22 ოქტ 202120:06
3 წუთის საკითხავი