logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო: ჩვენთან 50 პაციენტია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

27 მარ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი მიიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 50 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსი დღეის მონაცემებით არც ერთ მათგანს უდასტურდება. ლუგარის ლაბორატორიიდან იქ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, როგორც კი სამინისტრო მათ სწრაფ ტესტებს გადასცემს, დაიწყება პაციენტების შემოწმება.

„ამ მომენტისთვის 48 პაციენტი იმყოფებოდა, სანამ ორ პაციენტს შემოიყვანდნენ. საერთო მდგომარეობა პაციენტების დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი მართვიდ სუნთქვაზეა. აქ კოვიდ 19 არ არის დადასტურებული, ორმხრივი პნევმონიაა, ასაკოვანი პაციენტია და მდგომარეობა გართულებულია. ანალიზი გაგზავნილი რამდენიმე პიროვნებაზე, ველოდებით პასუხებს და ვფიქრობთ, რომ არც იქ არის არაფერი. ჩვენთან ჯერ ტესტები არ შემოსულა. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწვდის ტესტებს, დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ტაბიძემ.


close დახურვა