logo
ENG



რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში ანაწილებენ

29 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 
mg2bha03pj6cl69.jpg

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტებს უკვე ანაწილებენ სხვადასხვა კლინიკაში. როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, კლინიკა 88 პაციენტზე ინება გათვლილი და კლინიკაში მოათავსებენ მათ, ვინც ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასევე კლინიკის დირექტორის განცხადებით, მედპერსონალი სპეციალურ ტრენინგს გადის იმისთვის, რომ მათ კლინიკაში მიყვანილ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.

„კორონავირუსთან ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოში გაჩნდა აუცილებლობა, რომ გამოთავისუფლდეს მეტი რესურსი საკარანტინო მიმართულებით, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული რესურსი გამოყენებული იქნას ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოხა არსებული პაციენტების გადანაწილება“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფასებენ ექსპერტები. როგორც ვატო სურგულაძე აცხადებს, კარანტინში ადამიანებისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობების არსებობა.

„ადამიანს როცა უკეთებ იზოლაციას, აქ უნდა იყოს ბევრი მომენტი მოგვარებული. პაციენტი ვერ უნდა გავიდეს გარეთ, მეორე მომენტია კვება და ეს კვება უნდა იყოს ნორმალური და ხარისხიანი, ეს ადამიანი არ არის ავადმყოფი და უნდა მიიღოს ის საკვები, რომელიც არის მისთვის ხარისხიანი და კარგი. მომზადება უნდა იყოს იმაში, რომ დროულად უნდა მოხერხდეს იზოლაცია შესაბმის პირობებში“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

თბილისის საკარანტინო ზონა საქართველოში მეხუთე იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონაც გამოცხადდა. ამის შესახებ  ინფორმაციას თავად კლინიკის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, კლინიკა სხვა პაციენტებისგან გათავისუფლდება და ადგილზე ყველა იმ ადამიანს განათავსებენ, ვინც  პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით.

 

 


close დახურვა