ლატვიაში, აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სიმბოლური "სიკვდილით დასჯა" მოუწყვეს.
რიგაში, რუსეთის საელჩოსთან აქტივისტებმა პუტინის ხის ფიტული დადგეს, რომელშიც მსურველები ლურსმნებს აჭედებდნენ.
აქცია-პერფორმანსი უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა და ომის წლისთავს უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, მსგავსი სოლიდარობის აქცია-პერფორმანსები ევროპის სხვა დედაქალაქებშიც გაიმართა. მაგალითად, ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოსთან აქტივისტებმა დადგეს კიევთან დაბომბილი რუსული ტანკი. ლონდონში აქტივისტებმა ქუჩა, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. ვარშავაში, სახლთან, სადაც რუსი დიპლომატები ცხოვრობენ, აქტივისტებმა აფეთქებების და საჰაერო განგაშის ხმები ჩართეს. ჰააგაში, რუსეთის საელჩოსთან მთელი დღის განმავლობაში უკრაინის ჰიმნი იყო ჩართული.