მიზანმიმართული ნადირობა ჟურნალისტებზე - მასობრივი ძალადობის შედეგი მძიმეა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება მედიის 6 წარმომადგენელი, საუბარია იმ ჟურნალისტებზე,ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაფიქსირდა ტვინის შერყევა, თვალების დაზიანება, ხელების მოტეხილობა, დაზიანებები ფეხებსა და სხეულის სხვა ნაწილებში. კლინიკაში რჩება ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი. საავადმყოფო გუშინ დატოვა რატი წვერავამ. აგრძელებს მკურნალობას პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს.
როგორია დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
06 ივლ 202112:59
3 წუთის საკითხავი