თბილისის მერი Facebook გვერდზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე რეაბილიტირებული ტერიტორიის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც კახა კალაძე წერს, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი; შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.
Facebook პოსტში ასევე წერია, რომ ტერიტორიაზე ის ფილები შენარჩუნდა, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს.
რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე 2000-მდე ნერგი დაირგო.