logo
ENG



როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

13 სექ 202421:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/iz6zlziv4c8gnua.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19.2%
  • გახარია - საქართველოსთვის - 10.6%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.8%
  • კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 9.1%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%
  • ლეიბორისტული პარტია - 5.1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%
  • სხვა პარტიები - 1.2%

2024 წლის ივლისის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ. 

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79,6% ამბობს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად წავა. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.


close დახურვა