logo
ENG



როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა 1-15 სექტემბერი

19 სექ 202422:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/01fq9mf3yzylglq.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 32,3%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
  • კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10,9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 10,5%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9,3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 6%
  • ლეიბორისტული პარტია - 5,1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3,6%
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 1,5%
  • სხვა პარტიები - 0,8%

2024 წლის 13 სექტემბრის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ. 

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 74% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 26% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

არჩევნებში მონაწილეობის მონაცემი, კვლევის მიხედვით, შემდეგია:

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.

 


close დახურვა