logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართელოში 23 ნოემბრამდე - პროგნოზი

20 ნოე 202123:17
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება საქართელოში 23 ნოემბრამდე - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მათივე ცნობით, 22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


close დახურვა