logo
ENG



როგორი ამინდი იქნება 17 ოქტომბრამდე საქართველოში - პროგნოზი

11 ოქტ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება 17 ოქტომბრამდე საქართველოში - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომბერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.


close დახურვა