logo
ENG



როგორი ამინდი იქნება 20 ივნისამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი

14 ივნ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება 20 ივნისამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.


close დახურვა