logo
ENG



როგორი ამინდი იქნება 24 ივლისამდე საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

20 ივლ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება 24 ივლისამდე საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა