logo
ENG



როგორი იყო გასული ღამე უკრაინაში

03 მარ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში რამდენიმე დიდი ქალაქი დაიბომბა გასულ ღამესაც, თუმცა ყველა ქალაქს კვლავ უკრაინა აკონტროლბს. მძიმე ღამე იყო ხარკოვში.  ქალაქ იზიუმში რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო პირების საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.  ოკუპანტების თავდასხმის ობიექტი ასევე იყო სუპერმარკეტი და სკოლა. შედეგად 2 ბავშვი და 6 ზრდასრული ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ კვირაში, იძულებით, საკუთარი სახლის დატოვება მილიონ ადამიანს მოუხდა. ამასობაში ცნობილი ხდება, რომ კიევისკენ მიმავალი ოკუპანტების კოლონა გაჩერებულია - პენტაგონის ცნობით  შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების გადაჯგუფებით, პროგრესის გადაფასებით, რომლისთვისაც მათ არ მიუღწევიათ.


close დახურვა