logo
ENG



როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას - მიქსერის ანგარიშს კენჭს დღეს უყრიან

13 ივლ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 889

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას - ამ საკითხზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს საგარეო საკითხთა კომიტეტი დღეს უყრის კენჭს.

დოკუმენტის პირველი განხილვა ორი თვის წინ გაიმართა და მაშინ მწვავე განცხადებები გაკეთდა პოლიტ პატიმრებთან და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

კენჭისყრისთვის დოკუმენტში შესატანი არაერთი ცვლილება მომზადდა. 

ბრიუსელში საგარეო კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სიტყვით უკვე გამოვიდა მოხსენების ავტორი სვენ მიქსერი. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა და ასევე ხაზი გაუშვა იმას, რომ ქვეყანა იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის რუსული აგრესორის წინააღმდეგ. 

მიქსერის თქმით, ევროკავშირი არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას საქართველოში, არამედ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. მისივე განმარტებით, არჩევნების წინ აუცილებელია, რომ ეს მხარდაჭერა ნათლად იყოს დემონსტრირებული ევროკავშირის მხრიდან. 

რაც შეეხება შესწორებებს, ევროპარლამენტარებმა 165 შესწორება მოამზადეს. მაგალითად, ერთ-ერთი შესწორების თანახმად, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ბრძოლა კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების წინააღმდეგ. 

კიდევ ერთი შესწორების მიხედვით, არ იყო ღია და გამჭვირვალე უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევის პროცესი. საუბარია უვიზო მიმოსვლაზეც. ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან, რომ თავშესაფარს მაძიებელთა რიცხვი იზრდება. დიდი ადგილი უკავია შესწორებებში 8 მარტის ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებას. 


close დახურვა