logo
ENG



რომან გოცირიძე: ივანიშვილი არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს

25 ნოე 201919:09
3 წუთის საკითხავი
 
i7sqqd93z3t0rle.png

„ივანიშვილი არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს,“ - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე აკეთებს. მისი განცხადებით, ივანიშვილი ცეცხლს ეთამაშება და თუ ასე გააგრძელა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„თუ ვერ გაიგებს გავაგებინეთ. ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა მსგავსი ტყუილი არნახულია პოლიტიკაში. ამ ტყუილს დღესაც აგრძელებენ. დღევანდელი განცხადებებით დაამტკიცეს ერთი რამ, ივანიშვილი არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს. ეს არის ყველაზე საშიში სიგნალი რაც ჩვენ დღეს გავიგეთ. ეთამაშება ცეცხლს, დგას უფსკრულის პირას და თუ ასე გააგრძელა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ივანიშვილს მოუწევს ხალხის მოთხოვნების შესრულება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა