logo
ENG



რომან გოცირიძე სიღარიბეზე: დემაგოგი ივანიშვილია, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა

29 მაი 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ მის მიერ მოტანილი ციფრები სიღარიბესთან დაკავშირებით არაა დემაგოგიური. მეტიც, ამ ვითარებაში ერთადერთი დემაგოგი თავად ივანიშვილია.

"თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა და გადააყენა კვირიკაშვილის მთავრობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდის გამო. დემაგოგია ახსენა პრემიერმა პენსიებთან დაკავშირებით, დღეს პენსია არის 75 დოლარი. 2013 წელს იყო 90 აშშ. დოლარი. გვეკითხებიან დოლარებში რატომ თვლითო, ასე რომც არ ვქნათ, პენსიონერების ინფლაცია, ფასების ზრდა მათთვის გაცილებით დიდი ვიდრე საშუალო ინფლაცია ქვეყანაში. რადგან მათი ხარკების უდიდესი ნაწილი სურსათზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ამიტომ პენისორების სიღარიბე გაიზარდა ამათი მმართველობის პერიოდში, თორემ კორონავორუსის პერიოდში დახმარება არ გაუწევიათ",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, პარლამენტში გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ სიღარიბის ზრდას შეეხებოდა, სადაც რომან გოცირიძემ კონკრეტულ ციფრებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარებამ ამ მხრივ გაუარესებულია. პრემიერმა კი აღნიშნულს დემაგოგია უწოდა.

 


close დახურვა