logo
ENG



რომან დემიანჩენკო - ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა ხმაურდება

30 აგვ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა ხმაურდება.  გამოცემა ინსაიდერი და ჟურნალი შპიგელი საგამოძიებო მასალებს აქვეყნებენ. მათი მტკიცებით, საქმესთან რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავშირებული.

საუბარია რომან დემიანჩენკო, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საგანგებო განყოფილება ვიმპელის ყოფილ ოფიცერზე. რუსეთიდან ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ის ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, სხვა სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა. გამოცემების ვარაუდით, მკვლელს თავდასხმის მომზადებაში სწორედ ის ეხმარებოდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019-ი წლის აგვისტოში მოკლეს. ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.


close დახურვა