პარაგვაის სასამართლომ ყოფილ ფეხბურთელს, რონალდინიოსა და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა. სპორტსმენს ქვეყანაში ყალბი პასპორტით შესვლის მცდელობა ედება ბრალად. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და მისი ძმა სასტუმროში ორი დღის წინ დააკავეს. რონალდინიოს დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ყოფილ ფეხბურთელს პასპორტი აჩუქეს. რონალდიონიო 39 წლისაა, მისი ქონება კი 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
რონალდინიოსა და მის ძმას პატიმრობა შეეფარდათ
07 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი