logo
ENG



რუანდას გენოციდში ბრალდებული პოლკოვნიკი ციხეში გარდაიცვალა

26 სექ 202111:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/26/5328285rfl0443i.jpg
AFP

რუანდის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ნასამართლევია 1994 წლის გენოციდის 800 000 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისათვის, გარდაიცვალა მალიში, სადაც ის ციხეში იმყოფებოდა.

თეონესტე ბაგოსორა რუანდას თავდაცვის სამინისტროში წამყვან თანამდებობას იკავებდა. გაეროს მხარდაჭერით სისხლის სამართლის ტრიბუნალმა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მოგვიანებით ეს 35 წლამდე შემცირდა.

გენოციდის პერიოდში, ასი დღის განმავლობაში, რუანდაში 800 000-მდე ადამიანი მოკლეს - უმეტესობა ტუტსის ეთნიკური ჯგუფიდან. ბაგოსორა გენოციდიდან ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს კამერუნში.


close დახურვა