logo
ENG



რუანდის გენოციდში ბრალდებული დააკავეს

16 მაი 202017:35
3 წუთის საკითხავი
 
ympo432y091id07.jpg

რუანდაში გენოციდის მოწყობაში ბრალდებული ფელისიენ კაბუგა საფრანგეთში დააპატიმრეს - სპეცოპერაცია პარიზთან ახლოს ჩატარდა - ინფორმაციას გამოცემა CBS ავრცელებს.

ფელისიენ კაბუგას ბრალი ედება რუანდაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდის მოწყობაში - მოვლენებს 800 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაბუგა ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა ქვეყანაში - 84 წლის ბრალდებული ბოლო 25 წლის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს.

რუანდაში გენოციდის მოწყობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი - აუგუსტინ ბიზიმანა და პროტაის მპირანია კვლავ ძებნაში რჩებიან. 


close დახურვა