აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა.
რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია.
"ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას. შეერთებული შტატები ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტის და აგრძელებს მუშაობას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, რაც ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას დაამყარებს.
დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც უკრაინელები პატივს მიაგებენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას და აღნიშნავენ თავიანთ სიმამაცეს, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე ერთგულებას მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის შექმნისადმი", - აღნიშნავს რუბიო.
