logo
ENG



რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი უთხრეს

08 დეკ 202218:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/08/3ihaovjjnguyz9q.jpg

რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, ხორვატიამ კი ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა. ქვეყანა შენგენის ზონაში 2023 წლის პირველი იანვრიდან იქნება.

რუმინეთისა და ბულგარეთის ზონის წევრობის მთავარი მოწინააღმდეგე ავსტრია იყო. ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ქვეყნების დაბლოკვის მიზეზად არალეგალების შედინება და უსაფრთხოება დაასახელა. 

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარდ კარნერმა, რომელიც ბრიუსელში შეხვედრას ესწრებოდა, თქვა, რომ "მცდარია გაფართოვდეს სისტემა, რომელიც ბევრგან სწორად არ მუშაობს".

ბულგარეთის ზონაში გაწევრიანებას ნიდარლენდებიც ეწინააღმდეგებოდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ადრე გაფართოების წინააღმდეგი იყვნენ, ახლა მათი პოლიტიკა შერბილდა და ქვეყნების შესვლას მხარი დაუჭირეს.

შენგენის ზონის წევრობაზე ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

შენგენის ზონაში 26 ქვეყანაა, რომლებმაც ოფიციალურად გააუქმეს პასპორტები და ყველა სხვა სახის სასაზღვრო კონტროლი ერთმანეთის საზღვრებზე. ეს ტერიტორია ძირითადად ფუნქციონირებს როგორც ერთიანი იურისდიქცია საერთაშორისო სამოგზაურო მიზნებისთვის, საერთო სავიზო პოლიტიკით.


close დახურვა