![m9tafdyuvgyvb0x.jpg](/uploads_script3/news/m9tafdyuvgyvb0x.jpg)
გიორგი რურუას ადვოკატები 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ - ამის შესახებ განცხადება პროცესის დაწყებამდე გააკეთეს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს - დღეს პოლიციელები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავეს - მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მმართველ ძალას დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ.