logo
ENG



რურუას ადვოკატი - მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომ პოლიციელები დოკუმენტებს აყალბებენ

24 ივნ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

„მოვიპოვეთ ვიდეო მტკიცებულება პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც ნათლად დადასტურდა, თუ როგორ ახდენენ პოლიციელები დოკუმენტების გაყალბებას“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კადრებში ჩანს, როგორ ყრიან სამართალდამცველები პარკებში ნივთებს ისე, რომ არ ლუქავენ და საკნიდან გააქვთ.

„დღეს გაგრძელდება გიორგი რურუას განხილვა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით. დაიკითხებიან პოლიციელები, რომლებიც შესული იყვნენ რურუას საკანში და აიღეს მისგან ნივთები. ჩვენ მოვიპოვეთ ვიდეომტკიცებულება პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც ნათლად დადასტურდა, თუ როგორ ახდენენ პოლიციელები დოკუმენტების გაყალბებას და როგორ ყრიან პარკებში ნივთებს ისე, რომ არ ლუქავენ და გააქვთ საკნიდან. ეს იმას ადასტურებს, რომ თუკი პოლიციელები ასე იქცევიან იმ პირობებში, სადაც მათ აქვთ მოლოდინი, რომ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებია დამონტაჟებული, ბუნებრივია, რომ ზუსტად ანალოგიურად და ალბათ უარესად მოიქცეოდნენ ვაკის სასაფლაოსთან, სადაც მათ ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუას, უფრო სწორად, დოკუმენტურად გაუფორმეს და გააყალბეს ოქმი, რომ თითქოს მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაგრძელდება.


close დახურვა