რუსების მიერ ქალაქ ჩერნიჰივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ინფორმაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს.
ლომაკოს თქმით, ჩერნიჰივში 19-დან 21 აგვისტომდე გლოვაა გამოცხადებული.
გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდასხმის დროს გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების უმეტესობა ტრანსპორტში და ქუჩაში იმყოფებოდა - მათი ნაწილი სახლებში, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.