logo
ENG



რუსებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასობით დევნილი აფარებდა

16 მარ 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/j6c3h60yvb0cgu8.jpg

რუსმა სამხედროებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასობით დევნილი აფარებდა. 

ქალაქის მთავრობის განცხადებით, რუსულმა ძალებმა "მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. ბომბი ესროლა შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს".  

"შენობა ახლა მთლიანად დანგრეულია. შეუძლებელია, რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ეს სამოქალაქო თავშესაფარი იყო". - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. 

მოკლულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 


close დახურვა