logo
ENG



რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

29 ოქტ 202615:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/29/hg1yroczhx9b6wy.png

უკრაინული მედია წერს, რომ 29 ოქტომბრის დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსული დრონით დარტყმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. 

მედიის თანახმად, დაშავებულია ასევე 13 ადამიანი. ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმის მახლობლად მყოფ სამგზავრო მატარებელ „დნიპრო - ზაპოროჟიეს“ დაარტყეს.

რუსული ძალების თავდასხმის ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.


close დახურვა