logo
ENG



რუსებმა საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს

06 ოქტ 202611:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/e4aj4zrsfykhuky.png

რუსებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს, დაიღუპა 1 ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  რუსულმა ძალებმა გაჩერებულ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს მიზანმიმართულად ორი FPV-დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა.

დარტყმის შედეგად სასწრაფო დახმარების სამი ავტომობილი დაზიანდა.

ასევე, რუსებმა თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზეც განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 49 წლის ქალი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

 


close დახურვა