logo
ENG



რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

31 ივლ 202221:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/31/jfbpo9axi0rj72n.jpg

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას სუმის ოლქის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიწვა ფერმა, დაზიანდა კერძო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე ინფორმაციით, სუმის ოლქს 50-მდე რაკეტა ესროლეს.


close დახურვა