logo
ENG



რუსებმა ქალაქი კურახოვო დაბომბეს

21 დეკ 202208:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/fsfwphlrlvf5vgt.jpg

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო არტილერიით დაბომბეს - დაზიანდა ორი 5 სართულიანი შენობა და კერძო მანქანები, დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი.

ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.

"რუსებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 21:00 საათზე დაარტყეს, მათ ალბათ იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდებოდნენ"- ნათქვამია ინფორმაციაში.

გასულ დღეებში ოკუპანტებმა კურახოვო რამდენჯერმე დაბომბეს.


close დახურვა