რუსებმა ქალაქი რეჟინი დაბომბეს - დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 6.
დაშავებულებიდან ერთ-ერთი ბავშვია. ინფორმაციას ნეჟინის მერი ალექსანდრე კოდოლა ავრცელებს.
"ქალაქის გუშინდელი დაბომბვის შემდეგ დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ერთი ადამიანი სამწუხაროდ დაიღუპა. დაზიანდა 10 კერძო სახლი, 3 დაინგრა, დაზიანებულია მანქანებიც და ავტოფარეხებიც", - წერს ის.