kvleva 67
„ედისონ რისერჩის“ ახალი კვლევის თანახმად, რუსეთთან საქართველოს ახლანდელი მთავრობის ურთიერთობას გამოკითხულთა 63% ნეგატიურად აფასებს.
ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 37% ამბობს, რომ მთავრობის ურთიერთობას დადებითად აფასებს.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.