logo
ENG



რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი

19 აპრ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

ომის დროს საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს. საქსტატმა დღეს მარტის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან საიმპორტო კავშირები კიდევ უფრო გაზარდა.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ მარტში, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, 2.2 მილიონი დოლარით მეტი, ჯამში კი 91.6 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა რუსეთისგან.

თბილისი მოსკოვისგან ყიდულობს - ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგის, ანუ დამოკიდებულება ოცნების ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაზარდა ოკუპანტ სახელმწიფოზე იმ სფეროებში, რომელსაც პუტინის რუსეთი პოლიტიკურ ბერკეტებად იყენებს. 


close დახურვა