რუსეთის პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ბელარუსის პრემიერმინისტრი რომან გოლოვჩენკო სატელეფონო საუბარში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"მათ განიხილეს რუსეთსა და ბელარუსს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოებასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევები და ენერგეტიკის, წარმოებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები", - აცხადებენ კრემლში.