რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 349 ბავშვი დაიღუპა, 652-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 352 მათგანი, ხარკოვში - 190, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 53, ხერსონში - 52, ზაპოროჟიეში - 31" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.