logo
ENG



რუსეთის გაზრდილი ჩარევა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების გაუარესება - ანგარიში

17 ივლ 202009:45
3 წუთის საკითხავი
 

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მხრივ ვითარების გაუარესება, რუსეთის გაზრდილი ჩარევის შედეგად მოხდა", - ამის შესახებ "გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის" ანგარიშშია საუბარი.

მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დაშინების ფაქტებიც არის ასახული. 

"საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განლაგებული გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის  დახურვას მოჰყვა  დაძაბულობა გაზრდა  და  ხშირი დაკავებები და მძიმე შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, რამაც საარსებო შემოსავლებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დაშინება გრძელდება. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს", - აღნიშნულია ანგარიშში. 


close დახურვა